Tuesday, September 5, 2017

პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

ისტ.VIII.2.     მოსწავლეს  შეუძლია  დაახასიათოს  კონფლიქტის  შედეგად  გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· მოიპოვებს   ინფორმაციას   (ისტორიული   რუკების,   სახელმძღვანელოსა   და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის შედეგად გამოწვეული მიგრაციების შესახებ და კლასში ჯგუფური მუშაობისას კონტურულ რუკაზე დაიტანს ამ მიგრაციების მარშრუტებს;


ისტ.VIII.4.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

· ირჩევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახმელეთო გზას და წერილობით აღწერს  მის საკომუნიკაციო  სირთულეებსა  და ამ გზის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას;
· მოსწავლე კონტურულ რუკაზე დაიტანს მარშრუტებს, რომლითაც საქართველო სახმელეთო გზებით და შავი ზღვით  მეზობელ სახელმწიფოებს უკავშირდება;


ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  ინდივიდუალურად  ან  კლასში  ჯგუფური  მუშაობისას  ცხრილის  საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს; მაგ.:
            ·  ადარებს   სხვადასხვა   პერიოდის   ომების   დროს   გამოყენებულ   იარაღს   (მაგ.: მობილურობის, ეფექტიანობის, წარმოების მიხედვით);
·  კლასში  ჯგუფური  მუშაობის  დროს  ადგენს  მისთვის  ნაცნობი  ომების  სიას  და აჯგუფებს მათ ცხრილის საშუალებით ხასიათისა და მასშტაბის მიხედვით. მაგ.:
             ·  კლასში    სიმულაციური    თამაშის    დროს    ცდილობს    დიალოგის    მეშვეობით გამოძებნოს რომელიმე კონფლიქტის მოგვარების გზები;



  ისტ.VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია   დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
        

           ·  რუკის საშუალებით აანალიზებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;
· ადგენს  დიდი  სახელმწიფოების  სიას,  რომლებიც  ბატონობდნენ  სამხრეთ კავკასიაში და ადარებს მათი ბატონობის შედეგებს;
·  მოსწავლე ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდში კავკასიის რეგიონში შემავალ სახელმწიფოებს, პოლიტიკურ გაერთიანებებსა (სამთავრო, სახანო და ა.შ.) და მათ მეზობლებს მაგ.:

 ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები 

და მათი განვითარების ისტორიული პირობები.


           · აანალიზებს   მსოფლიოში   ადამიანის   უფლებათა   განვითარების   პროცესს: წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს;



ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან,  როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა;
               




No comments:

Post a Comment