Thursday, October 19, 2017
მეცხრე დღის რეფლეფსია
დღე დაიწყო პრეზენტაციების წარდგენით,რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა.მივიღე უკუკავშირი კოლეგებისგან, მადლობა კოლეგებს კომენტარებისთვის.ტრენინგი ნაყოფიერი და შრომატევადი იყო.მადლობა ქალბატონ ლალის რომლის დახმარებითაც შევძელით ტრენინგის წარმატებით დასრულება.
Saturday, October 14, 2017
მერვე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით,რომელისც იყო დასრულებული პროექტის გეგმა,მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან.ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.
Sunday, October 8, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო მოსწავლის პრეზენტაციების განხილვით,რაზეც მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან.განვიხილეთ თითოეული საქაღალდე,ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე ვიდეო და გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია.განვიხილეთ შეფასების სქემა.მივიღეთ დავალება პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
Saturday, October 7, 2017
Friday, October 6, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო შესწავლილი მასალის გახსენებით, განვიხილეთ საშინაო დავალება
შეფასების დროის ჩარჩო,იფორმაციის, ფოტოების და საჭირო მასალის მოძიება
და ლინკის განთავსება.მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი ტრენერისგან. გავიხსენეთ პრეზენტაციის მომზადება.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკის შევსებაზე,მოსწავლის ნამუშევრის შექმნაზე.მივიღეთ საშინაო დავალება მოსწავლის ნამუშევრის შექმნა,ფაილში ატვირთვა და შეფასების რუბრიკის შევსება.მადლობა ქალბატონ ლალის,რომელიც აგვარებს ყველა პრობლემას,როგორც ტექნიკური ხარვეზები ასევე მასალის სირთულე პედაგოგებისთვის.
შეფასების დროის ჩარჩო,იფორმაციის, ფოტოების და საჭირო მასალის მოძიება
და ლინკის განთავსება.მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი ტრენერისგან. გავიხსენეთ პრეზენტაციის მომზადება.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკის შევსებაზე,მოსწავლის ნამუშევრის შექმნაზე.მივიღეთ საშინაო დავალება მოსწავლის ნამუშევრის შექმნა,ფაილში ატვირთვა და შეფასების რუბრიკის შევსება.მადლობა ქალბატონ ლალის,რომელიც აგვარებს ყველა პრობლემას,როგორც ტექნიკური ხარვეზები ასევე მასალის სირთულე პედაგოგებისთვის.
Thursday, September 28, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით რომელიც ეხებოდა დროის ჩარჩოს შევსებას,მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი ტრენენისგან.შეგვექმნა ტექნიკური პრობლემები,რის გამოც ქალბატონი ლალი გვეხმარებოდა ინდივიდუალურად,სატრენინგო მასალაც რთული აღმოჩნდა.
გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ როგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და ჩავსვათ ლინკიები საქაღალეში.
ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე,როგორ ჩავამატოთ გვერდები,როგორ გავასაჯაროოთ პორტპოლიო,მივიღეთ საშინაო დავალებად შეფასების დროის ჩარჩოს შევსება, ინფორმაციის,ფოტოების და საჭირო მასალების მოძიება და ლინკის განთავსება საქაღალდეებში.მადლობა ქალბატონ ლალის დაუღალავი შრომისთვის.
გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ როგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და ჩავსვათ ლინკიები საქაღალეში.
ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე,როგორ ჩავამატოთ გვერდები,როგორ გავასაჯაროოთ პორტპოლიო,მივიღეთ საშინაო დავალებად შეფასების დროის ჩარჩოს შევსება, ინფორმაციის,ფოტოების და საჭირო მასალების მოძიება და ლინკის განთავსება საქაღალდეებში.მადლობა ქალბატონ ლალის დაუღალავი შრომისთვის.
Sunday, September 24, 2017
Wednesday, September 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა.განვიხილეთ დავალება პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები. მივიღე უკუკავშირი ტრენენისგან.ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შერჩევა,დიზაინი,გვერდების დამატება.განვიხილეთ შეფასების ჩარჩოს შევსება, დრაივში მუშაობა,პროექტის შაბლონის შევსება.მივიღეთ საშინაო დავალება დროის ჩარჩოს შევსება შემდეგი ტრენინგისთვის.
Friday, September 8, 2017
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ შესწავლილი მასალა .გავეცანით ერთმანეთის იდეებს .მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან.ჩამოვაყალიბე პროექტის სასწავლო მიზნები,რაზედაც მივიღე ტრენერისგან უკუკავშირი.გავეცანი პროექტოს საკვანძო მიმართულების კითხვებს.გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს.
მივიღე მეოთხე დღის დავალება.
მივიღე მეოთხე დღის დავალება.
პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
- ზოგადი
რა გავლენას ახდენს ომი ადამიანებზე?
რა მნიშვნელობა აქვს პატრიოტიზმს?
რა მნიშვნელობა აქვს პატრიოტიზმს?
- თემატური
რა გავლენა იქონია საქართველოზე აფხაზეთის ომმა?
შესაძლებელია თუ არა რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება ომის გარეშე?
შესაძლებელია თუ არა რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება ომის გარეშე?
- შინაარსობრივი
- როდის დაიწყო აფხაზეთის ომი?
- რა მიზანს ისახავდა რუსეთი ამ ომით?
- რამდენმა ადამიანმა მიიღო მატნიდან მონაწილეობა?
- რომელ ბრძოლებში მონაწილეობდა მიშიკო ზურაბაშვილი?
პროექტის სასწავლო მიზნები
- მოსწვლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტიდან და ბეჭდური მასალებიდან აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებზე.
- ჩაატარებენ კვლევას მატნიდან ომში წასულ მონაწილეებზე
- აიღებენ ინტერვიუს მონაწილეებთან და ომში დაღუპული ოჯახის წევრებთან.
- იმსჯელებენ პატრიოტიზმის მნიშვნელობაზე და ომისგან გამოწვეულ შედეგებზე
- გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში,შექმნიან ბლოგს,როელსაც მიუძღვნიან მიშიკო ზურაბაშვილს
Tuesday, September 5, 2017
პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
კონფლიქტის
შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული
რუკების,
სახელმძღვანელოსა და
დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის
შედეგად გამოწვეული
მიგრაციების შესახებ და კლასში ჯგუფური მუშაობისას კონტურულ რუკაზე
დაიტანს ამ მიგრაციების მარშრუტებს;
ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე
უძველესი
დროიდან დღემდე.
· ირჩევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახმელეთო გზას
და
წერილობით
აღწერს მის საკომუნიკაციო სირთულეებსა
და ამ გზის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას;
· მოსწავლე კონტურულ
რუკაზე დაიტანს მარშრუტებს, რომლითაც საქართველო სახმელეთო გზებით და შავი
ზღვით მეზობელ სახელმწიფოებს უკავშირდება;
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,
განვითარება და
შედეგები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური
მუშაობისას
ცხრილის
საშუალებით
აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის)
დაწყების მიზეზებსა და საბაბს; მაგ.:
· ადარებს სხვადასხვა პერიოდის ომების
დროს გამოყენებულ
იარაღს
(მაგ.: მობილურობის, ეფექტიანობის, წარმოების მიხედვით);
· კლასში ჯგუფური
მუშაობის დროს
ადგენს
მისთვის
ნაცნობი ომების სიას
და აჯგუფებს
მათ
ცხრილის საშუალებით ხასიათისა და
მასშტაბის მიხედვით.
მაგ.:
· კლასში
სიმულაციური თამაშის
დროს ცდილობს
დიალოგის მეშვეობით
გამოძებნოს რომელიმე კონფლიქტის მოგვარების გზები;
ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
· რუკის საშუალებით აანალიზებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა საზღვრების
ცვლილებას სხვადასხვა
ისტორიულ ეპოქაში;
· ადგენს
დიდი სახელმწიფოების სიას, რომლებიც ბატონობდნენ
სამხრეთ კავკასიაში
და ადარებს მათი
ბატონობის შედეგებს;
· მოსწავლე ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდში კავკასიის რეგიონში
შემავალ სახელმწიფოებს, პოლიტიკურ გაერთიანებებსა
(სამთავრო, სახანო და ა.შ.) და მათ მეზობლებს მაგ.:
ისტ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები
და
მათი განვითარების ისტორიული პირობები.
· აანალიზებს მსოფლიოში
ადამიანის უფლებათა
განვითარების პროცესს:
წინაპირობებს, მოთხოვნებსა
და
შედეგებს;
ისტ.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი
თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ სხვა
ქვეყნების ისტორიიდან, როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ
იყო გამოყენებული
ძალა;
Sunday, September 3, 2017
მეორე დღის რეფლეფსია
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს შევქმენი ახალი ბლოგი,რომელზეც გამოვაქვეყნე პროექტის იდეა,მივიღე უკუკავშირი ტრენერისგან.დრაივში შევქმენი ახალი ფაილები,სადაც განვათავსე საჭირო მასალა.მივიღე მომავალი ტრენინგისთვის დავალება.
ჩემი პროექტის იდეა
აფხაზეთის ომის გმირები - მიშიკო ზურაბაშვილი
XVIII საუკუნიდან დღემდე აქტუალური საკითხია საქართველოს და რუსეთის
პოლიტიკური ურთიერთობა,რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა შეხედულება გააჩნიათ,ვერ თანხმდებიან მოსწავლეებიც.უმეტესობას გაცნობიერებული არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის შედეგები.ამ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნობიან რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობას,
შეისწავლიან აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებს,გამოიკვლევენ ომის მიმდინარეობას ბეჭდური და ინტერნეტ რესურსებიდან.იმსჯელებენ პატრიოტიზმზე და ომის გმირებზე,.მათ შორის სოფ.მატნიდან ომში წასულ მონაწილეებზე.აიღებენ ინტერვიუს ომში მონაწილეებიდან და ოჯახებიდან.გაანალიზებენ ომის და ძალადობის შედეგებს,გამართავენ დისკუსიას რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის შედეგებზე,იმსჯელებენ არგუმენტირებულად.
შეეცდებიან არაძალადობრივი გზების ძიებას.იმუშავებენ ჯგუფებად და კლასს წარუდგენენ პრეზენტაციას.შექმნიან ბლოგს" მიშიკო ზურაბაშვილი"
მოვაწყობთ სასკოლო ღონისძიებას "აფხაზეთის ომის გმირები"
Subscribe to:
Posts (Atom)